კონფერენს ლიგის სატურნირო ბადე ცნობილია: გოჩოლეიშვილის კოპენჰაგენი ჩელსის შეხვდება
19 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ჩემპიონთა და ევროპა ლიგების ამ სეზონის სატურნირო ბადის გარკვევის შემდეგ, შვეიცარიაში, ნიონში მდებარე უეფას სათაო ოფისში კონფერენს ლიგის წილისყრაც გაიმართა.
მერვედფინალურ ეტაპზე გიორგი გოჩოლეიშვილის "კოპენჰაგენი" ლონდონის "ჩელსის" შეხვდება, ხოლო შემდეგ ეტაპზე მეტოქედ "მიოლდესა" და ვარშავის "ლეგიას" შორის გამარჯვებული ერგება.
მერვედფინალური წყვილები შემდეგნაირად გამოიყურება:
"ბეტისი" - გიმარაეშის "ვიტორია"
"სელიე" - "ლუგანო"
"ბორაც ბანია ლუკა" - ვენის "რაპიდი"
"მიოლდე" - ვარშავის "ლეგია"
"იაგელონია" - "სერკლ ბრიუგე"
"პანათინაიკოსი" - "ფიორენტინა"
"პაფოსი" - "დიურგარდენი"
"კოპენჰაგენი" - ლონდონის "ჩელსი"
სატურნირო ბადე ასეთია:
