თბილისში ელიტ-რაუნდი იწყება: საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები გადამწყვეტი მატჩებისთვის ემზადება
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ-რაუნდში მონაწილეობისთვის ემზადება.
გადამწყვეტი ეტაპი, რომელიც ევროპის ჩემპიონატის საგზურის მფლობელს გაარკვევს, საქართველოში გაიმართება. ლაშა ფირცხალაიშვილის გაწვრთნილი გუნდის მეტოქეები პოლონეთის სლოვაკეთისა და მონტენეგროს ნაკრებები არიან.
19-წლამდელთა ნაკრები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრის "ბასას" მოედნებზე ემზადება.
ჩვენი გუნდის შემადგენლობა ამ მატჩებისთვის ასეთია:
მეკარეები: მათე საური (რიუ ავე, პორტუგალია), ლუკა ხელაშვილი (ლოკომოტივი თბილისი);
მცველები: გიორგი მეფარიშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ნიკოლაიშვილი (დინამო თბილისი), ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია 1999), ამირან ტყეშელაშვილი (ტორპედო ქუთაისი), გიორგი გვასალია (დინამო თბილისი), რატი გრიგალავა (კოლხეთი 1913);
ნახევარმცველები: გიორგი გოგსაძე (იბერია 1999), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ჩიქოვანი (დინამო თბილისი), ლუკა წულაია (დინამო თბილისი), ლუკა ბუბუტეიშვილი (დინამო თბილისი), საბა გეგუჩაძე (იბერია 1999), ალექსანდრე ფეიქრიშვილი (დინამო კიევი, უკრაინა), ცოტნე ბერელიძე (დინამო თბილისი);
თავდამსხმელები: ვახტანგ სალია (დინამო თბილისი), საბა სამუშია (რიუ ავე, პორტუგალია), თემურ ოდიკაძე (დინამო თბილისი), ლევან ნაჭყებია (დინამო თბილისი);
ჩვენი გუნდის კალენდარი ელიტ-რაუნდში ასეთია:
19 მარტი | საქართველო - პოლონეთი | მიხეილ მესხი 2 | 19:00
22 მარტი | საქართველო - სლოვაკეთი | მიხეილ მესხი 2 | 19:00
25 მარტი | საქართველო - მონტენეგრო | მიხეილ მესხი 2 | 19:00