მამუკელაშვილის მორიგი შედეგიანი მატჩი - ტორონტომ კვლავ მოიგო
2 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარულ სეზონში მაიამი ჰითი ტორონტო რეპტორსს დაუპირისპირდა და 91:112 დამარცხდა. სანდრო მამუკელაშვილი კანადური ფრენჩაიზის სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე მყოფთაგან მეორე საუკეთესო შეფასება (7.5) დაიმსახურა.
რეპტორსის ქართველმა ლეგიონერმა მიღებული შანსი კარგად გამოიყენა - პარკეტზე გატარებულ 27:29 წუთში, მამუკელაშვილმა 14 ქულის, 6 მოხსნისა და 7 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო და რეპტორსის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მამუკელაშვილმა 6-დან ოთხი 3-ქულიანი ჩააგდო და თანაგუნდელები ეფექტური პასებითაც მოამარაგა.
ტორონტო რეპტორსი 18 მოგებითა და 13 მარცხით, აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 პოზიციას იკავებს. კანადელები მომდევნო მატჩს 27 დეკემბერს ვაშინგტონ ვიზარდსის წინააღმდეგ გამართავენ.