მამუკელაშვილის 3 ზუსტი სამქულიანი | სან ანტონიომ ჰიუსტონთან წააგო
2 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
NBA-ის პრე-სეზონის შეხვედრაში ,,ჰიუსტონ როკეტსმა'' ,,სან ანტონიო სპურსს'' უმასპინძლა და 22-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 129:107 დაამარცხა.
მატჩში 19 წუთამდე ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც 9 ქულა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 მოხსნა მოაგროვა.
სანდრომ 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, ორქულიანების 3 მცდელობა კი უშედეგო გამოდგა.
,,ჰიუსტონის'' რიგებში გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა ჯეილენ გრინმა - უკანახაზელმა 30 ქულას, 2 მოხსნას, 2 პასს, 1 ჩაჭრასა და 1 დაფარებას მოუყარა თავი.
,,სან ანტონიო სპურსი'' მომავალ მატჩს უკვე NBA-ში, 25 ოქტომბერს, ,,დალას მავერიქსთან'' სტუმრად გამართავს.