Belive

მამუკელაშვილის 10 ქულა - სან ანტონიო ჰიუსტონთან დამარცხდა

4 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

,,სან ანტონიო სპურსი'' ,,ჰიუსტონ როკეტსთან'' სტუმრად 27-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 127:100 განადგურდა.

მატჩში 15 წუთი ითამაშა ,,სპურსის'' ქართველმა ფორვარდმა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც 10 ქულა, 7 მოხსნა, 2 დაფარება და 1 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. სანდრომ 2-დან 2 ორქულიანი და 3-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.

,,სან ანტონიოს'' 15 ქულით, 6 მოხსნით, 3 დაფარებითა და 1 ჩაჭრით ვიქტორ ვემბანიამამ ულიდერა. ,,ჰიუსტონის'' რიგებში 21 ქულით, 10 პასით, 7 მოხსნითა და 2 ჩაჭრით საუკეთესო ფრედ ვანვლიტი იყო.

,,სპურსი'', რომელიც 3 მოგებითა და 5 წაგებით დასავლეთ კონფერენციის მე-12 პოზიციაზეა, მომავალ მატჩს ხვალ, 8 ნოემბერს, ,,პორტლენდის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები