Belive

The Mirror | მანჩესტერ იუნაიტედი ლივერპულისთვის მამარდაშვილის წართმევას ცდილობს

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი ბრიტანული და ესპანური მედია საშუალებების სპეკულაციის მთავარ თემას წარმოადგენს. სხვადასხვა ავტორიტეტული ტაბლოიდი აღნიშნავს, რომ "ლივერპული" და გიორგი მამარდაშვილი კონტრაქტის პერსონალურ დეტალებზე შეთანხმდნენ.

შესაძლოა მერსისაიდული გრანდი და ქართველი კიპერი შეთანხმდნენ, მაგრამ "ლივერპულსა" და "ვალენსიას" შორის გარიგება ჯერ არ შემდგარა - ორმა კლუბმა სატრანსფერო ღირებულება უნდა შეათანხმოს. "ღამურები" მამარდაშვილის სანაცვლოდ 40-45 მილიონს ითხოვენ, "ლივერპულის" წინადადება კი 35 მილიონ ევროს შეადგენდა.

ავტორიტეტული ბრიტანული მედია საშუალება The Mirror აღნიშნავს, რომ სწორედ ამ გარემოებით სარგებლობას აპირებს "მანჩესტერ იუნაიტედი", რომელსაც დიდი ხანია მამარდაშვილის შეძენა სურს და მზადაა "ვალენსიას" ღირებული წინადადებით მიმართოს. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ "წითელი ეშმაკები" ცდილობენ რაც შეიძლება მალე გაყიდონ ჯეიდონ სანჩო, რათა მამარდაშვილის შეძენისთვის საჭირო თანხას მოუყარონ თავი. სანჩოს გაყიდვით "იუნაიტედი" ფინანსურ ჭერს დაასტაბილურებს.

სხვა სტატიები