Belive

მამარდაშვილი და კვარაცხელია ერთ გუნდში? - კონტე ქართველ მეკარეზე ოცნებობს

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ვარსკვლავები, ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილი შესაძლებელია კლუბშიც თანაგუნდელები გახდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური, განსაკუთრებით კი სამხრეთული და ნეაპოლური მედია საშუალებები, ცნობილ ჟურნალისტ ჟერარდო ფასანოზე დაყრდნობით ავრცელებენ.

"ანტონიო კონტეს ალექს მერეტისთვის განსაკუთრებული ნდობის გამოცხადება არ სურს და მის პოტენციურ შემცვლელებზე ფიქრობს. იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ახალ სეზონში მერეტის პოზიციებს საფრთხე შეიძლება დაემუქროს, "ჟირონასთან" მატჩში დაშვებული სერიოზული შეცდომაც არის. კონტეს მოსწონს კეპა არისაბალაგა, რომლის მიმართ ინტერესიც "იუვენტუსსა" და "ინტერის" მწვრთნელად ყოფნის დროსაც ჰქონდა, მაგრამ ესპანელი არ არის ერთადერთი", - წერს areanapoli.it და შემდეგ ფასანოს სიტყვებს იშველიებს.
"ჩვენ ვამბობთ, რომ კეპას "ნაპოლი" ყურადღებით აკვირდება და შესაძლებელია იმ სატრანსფერო ამბავში ჩაერთოს, რომელიც რომელუ ლუკაკუს, ვიქტორ ოსიმენსა და ლონდონის "ჩელსის" აერთიანებს. ამავე დროს, ანტონიო კონტეს აქვს ოცნება: გიორგი მამარდაშვილის დამატება, ის საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარეა", - ამბობს ჟერარდო ფასანო.

"ნაპოლი" ახალ სეზონს 10 აგვისტოს, იტალიის თასის 1/32-ფინალში, "მოდენასთან" მატჩით დაიწყებს, რომელიც თბილისის დროით 23:15 საათზე დაიწყება. რაც შეეხება სერია A-ს, აქ საწყის ტურში "ნაპოლი" "ვერონასთან" სტუმრად, 18 აგვისტოს ითამაშებს. აღნიშნული მატჩი 20:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები