Belive

"მამარდაშვილი 21-ე საუკუნეში ვალენსიას რეკორდსმენია" - Mundo Deportivo

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარე - გიორგი მამარდაშვილი, 21-ე საუკუნეში, "ვალენსიას" განსაკუთრებული რეკორდის მფლობელია.

მამარდამ "ღამურების" მაისურით მიჯრით 53 ისეთი მატჩი ჩაატარა, რომელშიც თამაში სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო. ამაზე მაღალი მაჩვენებელი მიმდინარე საუკუნეში არავის ჰქონია, ყველაზე ბოლოს კი ასეთ შედეგს ლეგენდარულმა მეკარემ, ანდონი სუბისარეტამ მიაღწია, რომელმაც 1997-98 წლებში გუნდის მაისური ძირითადი თერთმეტეულიდან 54-ჯერ მოირგო.

მამარდაშვილის მიერ შემოთავაზებული საუკუნის ეს გამორჩეული მიღწევა ესპანეთის თასშე შეწყდა, როცა ქართველი ფეხბურთელის გუნდმა რანგით მესამე ლიგის წარმომადგენელ "ლოგრონეს" - 2:0 აჯობა, გუნდის კარი კი ჟაუმე დომენიკმა დაიცვა.

ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ესპანურმა სპორტულმა მედია საშუალება Mundo Deportivo-მ სტატიაც გამოაქვეყნა.

"ესპანეთის თასზე ჟაუმე დომენიკის სასტარტო შემადგენლობაში დაყენებით, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ბარახამ, 21-ე საუკუნეში გიორგი მამარდაშვილის სარეკორდო სერია დაასრულა. 

ჯენარო გატუზომ, ვორო გონსალესმა და რუბენ ბარახამ "მესტალიაზე" მუშაობის პერიოდში, მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაში 53 მატჩის განმავლობაში უცვლელად ათამაშეს, რითაც ქართველმა 1997-98 წლებში ანდონი სუბისარეტას მიერ ნაჩვენები 54-მატჩიანი სერიის შემდეგ საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ეს 21-ე საუკუნეში უპრეცედენტო შემთხვევაა", - წერს Mundo Deportivo.

გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მე-11 ტურში ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდეგ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსი დაიმსახურა და გუნდს ქულის მოპოვებაში დაეხმარა - 2:2. რაც შეეხება უშუალოდ "ვალენსიას", ღამურებს 11 ტურში დაგროვებული 15 ქულით მეცხრე პოზიცია უკავიათ და შემდეგ ტურში 5 ნოემბერს, "გრანადას" საშინაო კედლებში უმასპინძლებენ.

სხვა სტატიები