Belive

მალიორკას მწვრთნელი ხელმძღვანელობას ქოჩორაშვილის ტრანსფერს სთხოვს

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი, შესაძლოა მალე ლა ლიგაში აღმოჩნდეს.

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის მიწურულს, გავრცელდა ცნობა, რომ ქართველი ფებხურთელის დამატებით "მალიორკა" და კონკრეტულად, გუნდის მთავარი მწვრთნელი, იაგობა არასეტე გახლდნენ დაინტერესებულნი. ტრანსფერი ფინანსური საკითხების გამო არ შედგა, რადგან კუნძულელებს საკმარისი ოდენობის თანხა არ აქვთ, მაგრამ გუნდის თავკაცი საკუთარ სურვილს არ ღალატობს და ხელმძღვანელობას კვლავ ტრანსფერის თხოვნით მიმართავს.

ესპანური მედია აქტიურად საუბრობს იმის შესახებ, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელს ნომინალური საყრდენი ნახევარცველის მოძებნა სურს. იმის გამო, რომ პოზიციურად ასეთი ფეხბურთელი გუნდში არ არის, არასეტეს სხვადასხვა პოზიციის მოთამაშეების ვარიაცია უწევს. "მალიორკას" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოზიციას იზიარებს, მაგრამ მათ მხოლოდ უგუნდოდ მყოფი თავისუფალი აგენტების დამატება შეუძლიათ, რადგან 5 მილიონი ევრო, რომლის გადახდასაც "ლევანტე" ითხოვს, გუნდს ამ ეტაპზე არ აქვს. "მალიორკა" ფეხბურთელზე დაკვირვებას აგრძელებს, მაგრამ ტრანსფერის განხორციელების შანსი მაინც მინიმალურია.

გიორგი ქოჩორაშვილმა ახალი სეზონი შესანიშნავად დაიწყო და ლა ლიგა 2-ში ხუთ მატჩში თითო-თითო გოლსა და საგოლე პასს ნაკრებში მიჯრით ორ შეხვედრაში გატანილი სადებიუტო გოლები შემატა.

სხვა სტატიები