Belive

ლოკომოტივში ცვლილებები გრძელდება: ყოფილი კაპიტანი სპორტული დირექტორი ხდება

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ისტორიულ და ტრადიციულ გუნდში, თბილისის "ლოკომოტივში" სეზონისწინა მოსამზადებელი პერიოდი მნიშვნელოვანი ცვლილებებით იწყება.

2024 წლის სეზონის დასრულების შემდეგ, "ლოკომოტივში" გუნდის მთავარი მწვრთნელი, რევაზ გოცირიძე შეიცვალა და ასევე, გუნდიდან ერთბაშად არაერთი ფეხბურთელი მიდის, ახლა კი ცვლილებები მენეჯმენტსაც შეეხო.

გიორგი ყიფიანი, რომელიც მრავალი წელია თბილისური გუნდის გენერალური დირექტორი გახლდათ, აღმასრულებელ საბჭოში გადაინაცვლებს და თავის დაკავებულ თანამდებობას დავით ყიფიანს უთმობს. დავით ყიფიანი თავის მხრივ გასული წლების განმავლობაში აკადემიას ხელმძღვანელობდა.

სპორტული დირექტორის თანამდებობას ნიკა ჭანტურია დაიკავებს, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ყოფილი წევრი და ცენტრალური მცველი, რომელიც ჯერ კიდევ წინა სეზონში "ლოკომოტივში" თამაშობდა. ნიკა ჭანტურია ფეხბურთის თამაშის პარალელურად, პროფესიონალურ სპორტულ მენეჯმენტში განათლებას ეტაპობრივად ეუფლებოდა.

რაც შეეხება გუნდის მთავარ მწვრთნელს, უკვე ცნობილია, რომ "ლოკოს" ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ქართველი მწვრთნელის, გია გეგუჩაძის ვაჟი, უმცროსი გიორგი გეგუჩაძე ჩაიბარებს.

"რკინიგზელები" 2025 წლის სეზონს საქართველოს ეროვნულ ლიგა 2-ში დაიწყებენ.

სხვა სტატიები