Belive

დიმიტრიევსკი ვალენსიაში - გუნდი მამარდაშვილის შესაცვლელად ემზადება

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ესპანური მედია აქტიურად საუბრობს იმის შესახებ, რომ "ვალენსიამ" მეკარის დამატება გადაწყვიტა. კონკრეტულად, ვალენსიური გუნდის ხელმძღვანელობა ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მეკარის, სტოლე დიმიტრიევსკის დამატებას აპირებს.

"რაიო ვალეკანოს" მეკარეს, სტოლე დიმიტრისვეკის "ვალენსია" გიორგი მამარდაშვილის შემცვლელად მიიჩნევს, რომელიც უდიდესი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდს შეიცვლის.

გასული დღეების განმავლობაში, გიორგი მამარდაშვილის მისამართით არაერთი გუნდის ინტერესის შესახებ შევიტყვეთ. მათ შორის, ყველაზე მეტად აქტიური, "ნიუკასლი" გახლავთ. ტრანსფერის გადაწყვეტას ფინანსურ საკითხებზე შეთანხმება სჭირდება, რაზეც გუნდებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის 2023/24 წლების სეზონში, 36 მატჩში 39 გოლი გაუშვა, 21 შეხვედრის გარდა ყველაში კი კარის უსაფრთხოება მშრალად შეინახა.

სხვა სტატიები