ქუთაისის ტორპედომ პორტუს მეორე გუნდიდან მცველი დაიმატა
1 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა, ქუთაისის "ტორპედომ" 2025 წლის სეზონისათვის მოსამზადებელი პერიოდის დროს კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა.
საქართველოს მეორე ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა 22 წლის ბრაზილიელი მცველი, ერიკ პიმინტელი დაიმატა.
სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელი უკვე ქუთაისშია, შემოწმებაც გაიარა და გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტიც გააფორმა.
"ტორპედოს" პიმინტელი პორტუგალიური გრანდის, "პორტუს" მეორე გუნდიდან შეუერთდა, კარიერა კი რიო დე ჟანეიროს წარმომადგენელ "ვასკო და გამაში" დაიწყო, რომლიდანაც ევროპაში 2023 წელს გაემგზავრა.
"ტორპედო" ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონს 1 მარტს, "გაგრასთან" საშინაო კედლებში ჩასატარებელი მატჩით დაიწყებს, შეხვედრა 20:00 საათზე აიღებს სტარტს.