Belive

თურქული მედია: "გიორგი წიტაიშვილის დამატება კონიასპორს სურს"

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

თურქული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, გიორგი წიტაიშვილი "კონიასპორის" ინტერესთა სფეროშია.

ahbmedya-ის ინფორმაციით, "კონიასპორის" გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან ქართველი ფეხბურთელის გადაწყვეტილებას. თავად გუნდის ხელმძღვანელობის სურვილი კი 23 წლის გარემარბის შეტევის ხაზში მნიშვნელოვანი გაუმჯობესების შესატანად დამატება გახლავთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ნათამაშებ ფეხბურთელს გასული თვეები კიევის "დინამოდან" იჯარის წესით "დინამო ბათუმში" აქვს გატარებული.

გიორგი წიტაიშვილს, რომელსაც კარიერის განმავლობაში "ანორთოსისის" ახალგაზრდული გუნდის, პოლტავის "ვორსკლას", კრაკოვის "ვილასა" და პოზნანის "ლეხის" შემადგენლობაში უთამაშია, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 21 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული 1 გოლი გატანილი და 2 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები