Belive

მადრიდის რეალი ტრავმირებული კურტუას შემცვლელად გიორგი მამარდაშვილს განიხილავს

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მადრიდის "რეალს" გუნდის მეკარე, ტიბო კურტუა გამოაკლდა.

იმის ფონზე, რომ ბელგიელმა მეკარემ ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა და სავარაუდოდ მთელი შემდეგი სეზონის გამოტოვება მოუწევს, ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მომგები კლუბი აღნიშნული პოზიციის გაძლიერებისთვის #1 კანდიდატად სწორედ საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს განიხილავს.

აღნიშნულ ინფორმაციას არაერთი ესპანური მედია საშუალება ავრცელებს, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, El Chiringuito TV-ი.

გიორგი მამარდაშვილს, რომელიც "ღამურების" შემადგენლობაში 2021 წლის ზაფხულში "დინამო თბილისიდან" გადაბარგდა, მსურველთა სიაში ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბები, ასევე მილანის "ინტერი" და "პორტუ" ჰყავდა, ყველაზე აქტიური კი მიუნხენის "ბაიერნი" გახლდათ.

სხვა სტატიები