Belive

"ალისონმა დარჩენაზე შეიძლება იფიქროს" - ბრიტანელი ექპსერტი მამარდაშვილზე საუბრობს

4 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

FourFourTwo-სთან ინტერვიუში, ბრიტანელი საფეხბურთო ექსპერტი, ბენ ჯეიკობსი აღნიშნავს, რომ მომავალი სეზონიდან, როცა საქართველოს ნაკრების მეკარე, "ლივერპულს" შეუერთდება, ალისონ ბეკერმა შეიძლება გუნდი მაინც არ დატოვოს.

"უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ალისონი გიორგი მამარდაშვილის მისვლის შემდეგ "ლივერპულში" დარჩება და ახალ კონკურენციაში ჩაერთვება, ვიდრე დაუყოვნებლივ გუნდს შეიცვლის.

ქართველ მეკარეს ახალ გუნდში თავის დამკვიდრება ეტაპობრივად მოუწევს. "ლივერპულს" აქვს ტრადიცია, რომ ფეხბურთელები არამხოლოდ ამ პერიოდისთვის, არამედ სამომავლო პერსპექტივისთვის მოჰყავს.

რაც შეეხება კელეჰერს, თუ მას ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება სურს, მაშინ ახალი გუნდი უნდა ეძებოს, რადგან ახლა მეკარეთა ჩამონათვალში დაბალ პოზიციებზეა", - ამბობს ბენ ჯეიკობსი.

გიორგი მამარდაშვილი, რომელიც ახლა "ვალენსიაში" იჯარის წესით თამაშობს, ახალი სეზონიდან "ლივერპულს" შეუერთდება, 2025 წელს კი მან ერთთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნება და "სევილიასთან" (1:1) კარგი თამაშის ჩატარება უკვე მოახერხა.

სხვა სტატიები