Belive

ბუდუ ზივზივაძე: "გატანილი გოლი თავდაჯერებულობას შემმატებს და დამეხმარება"

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მეორე ტურში "კარლსრუემ" "ჰამბურგთან" ფრედ - 2:2 ითამაშა. მატჩის 95-ე წუთზე ანგარიშის გამათანაბრებელი გოლი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა.

მატჩის შემდეგ, 29 წლის ქართველმა თავდამსხმელმა, გერმანულ პრესასთან ინტერვიუ ჩაწერა და გატანილი გოლის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

"ვფიქრობ, გატანილი გოლი დამეხმარება. ეს თავდაჯერებულობას შემმატებს. ბედნიერი ვარ იმითაც, რომ გულშემატკივარმა შესანიშნავი ატმოსფერო შექმნა", - თქვა ბუდუ ზივზივაძემ.

გერმანული გამოცემა ka-news.de-ი იმასაც წერს, რომ ქართველმა ფეხბურთელმა შესაძლოა კლუბი მაინც დატოვოს.

"იმის მიუხედავად, რომ ბუდუ ზივზივაძეს კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს, მისი წასვლა გამორიცხული მაინც არ არის. მას შემდეგ, რაც მან გოლის გატანა მოახერხა, შესაძლოა მწვრთნელის მეტი ნდობა დაიმსახუროს", - წერს ka-news.de-ი.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი "კარლსურეში" 2023 წლის იანვარში, უნგრული "ფეჰერვარიდან" გადაბარგდა და ჩატარებულ 12 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა.

სხვა სტატიები