ლუკა მხეიძემ, პარიზის გრანდ სლემზე, ოქროს მედალი მოიპოვა
ლუკა მხეიძემ (60კგ) პარიზში მიმდინარე დიდი სლემის ტურნირი ტრიუმფით დაასრულა. ლუკამ ფინალში სამხრეთ კორეელ ჰარიმ ლის დამატებით დროში სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა. ლუკამ მეორე და მესამე წრეში ჯერ არგენტინელი იგნასიო ფრეგარო, შემდეგ კი უზბეკი დოსტონ რუზიევი ჩამოიცილა გზიდან. მეოთხედფინალში უკრაინელ არტემ ლესიუკს მოუგო, ნახევარფინალში კი ესპანელი - ფრანცისკო გარიგოსი დაამარცხა.
ლუკა მხეიძე 1996 წელს, თბილისში დაბადებული სპორტსმენია, რომელმაც საფრანგეთის მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო და მას შემდეგ საფრანგეთის სახელით გამოდის. ლუკას ყველაზე დიდი მიღწევა 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალია. 2023 წელი მისთვის წარმატებული გამოდგა, რადგან მონპელიეში ევროპის ჩემპიონი გახდა, მის კარიერაში არის 2021 წელს, ლისაბონში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე აღებული ვერცხლის მედალიც. მას აქამდე 2 გრანდ სლემი ჰქონდა მოგებული, ორივე 2023-ში, თელ ავივსა და ანტალიაში. გრანდ სლმებზე მოპოვებული აქვს 3 ბრინჯაოს მედალიც. საერთო ჯამში, საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ქართველ სპორტსმენს, კარიერაში მე-12 მედალი დაუგროვდა.