Belive

IJF-ს განახლებული რეიტინგი | ქართველები რეიტინგში დაწინაურდნენ

5 დღის წინ ქართული სპორტი
4 წთ

2025 წლის თბილისის გრანდ სლემის დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) მსოფლიო რეიტინგი განაახლა, სადაც ქართველები წინ წავიდნენ.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა საკუთარ კედლებში 9 მედალი მოიპოვა, რომლითაც როგორც მამაკაცთა, ასევე საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე პოზიცია დაიკავა.

60 კგ

თბილისის გრანდ სლემზე, 60 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი - ლუკა მხეიძემ მოიგო, რომელიც საფრანგეთს ნაკრების დროშის ქვეშ ჭიდაობს და ამ გამარჯვებით, იგი 60 კგ წონითი კატეგორიის ლიდერი გახდა.

სამწუხაროდ 60-კგ ში, საკუთარ კედლებში უმედლოდ დავრჩით.

66 კგ

66 კგ-ში ვერცხლის მედალი მოიპოვა თემურ ნოზაძემ და მსოფლიო რეიტინგში 700 ქულა ჩაიწერა, რომლითაც 40 პოზიციით დაწინაურდა და ახლა ამ წონითი კატეგორიის 42-ე ნომერია.

მეხუთე პოზიციის დაკავებით 360 ქულა ჩაიწერა აქტივში ლაშა ნადირაძემ, რომელიც 32 პოზიციით დაწინაურდა და ახლა მსოფლიო რეიტინგის 74-ე ნომერია.

73 კგ

საკუთარ კედლებში ოქროს მედალი მოიპოვა ლეგენდარულმა - ლაშა შავდათუაშვილმა, რითაც მსოფლიო რეიტინგში 1000 ქულა დაიმატა და 3 პოზიციით დაწინაურდა. ლეგენდარული შავის ანგარიშზე 2751 ქულაა და მსოფლიო რეიტინგის მე-13 ნომერია.

81 კგ

ეს ის ერთ-ერთი წონითი კატეგორიაა, რომელშიც 2 მედალი მოვიპოვეთ. ბრინჯაოს მედლები ირაკლი ბეროშვილსა და ზაურ დვალაშვილს დარჩათ, შესაბამისად მათ მსოფლიო რეიტინგში 500-500 ქულა დაიმატეს.

ზაურ დვალაშვილი 4 პოზიციით დაწინაურდა და ახლა მსოფლიო რეიტინგის მე-20 ნომერი გახდა, ირაკლი ბეროშვილი კი 49 პოზიციით დაწინაურდა და მსოფლიო რეიტინგის მე-60 ნომერია.

აქვე შეგახსენებთ, რომ ამ წონითი კატეგორიის ლიდერი - ტატო გრიგალაშვილია, რომლის ანგარიშზეც 5935 სარეიტინგო ქულაა.

90 კგ

90 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა - გიორგი ჯაბნიაშვილმა. მოპოვებული ბრინჯაოთი მან მსოფლიო რეიტინგში 500 ქულა დაიმატა და მსოფლიო რეიტინგში 11 პოზიციით დაწინაურდა.

ახლა მის ანგარიშზე 2074 სარეიტინგო ქულაა და მსოფლიოს 24-ე ნომერია.

+100 კგ

+100 კგ წონით კატეგორიაშიც 2 მედალი მოვიპოვეთ - გურამ თუშიშვილი ფინალში ინალ ტასოევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ირაკლი დემეტრაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მოპოვებული ვერცხლის მედლით, გურამ თუშიშვილმა 700 სარეიტინგო ქულა ჩაიწერა, თუმცა მსოფლიო რეიტინგში მაინც 1 პოზიციით დაქვეითდა, რადგან მეორე ნომერი ინალ ტასოევი გახდა.

ირაკლი დემეტრაშვილმა კი ბრინჯაოს მედლით 500 სარეიტინგო ქულა დაიწერა და 12 პოზიციით დაწინაურდა - მის ანგარიშზე 1360 ქულაა და მსოფლიოს 31-ე ნომერია.

57 კგ

საკუთარ კედლებში ოქროს მედალი მოიპოვა და ტიტული დაიცვა - ეთერ ლიპარტელიანმა, რომელმაც 1000 სარეიტინგო ქულა დაიმატა და მსოფლიოს მე-6 ნომერი გახდა. იგი 3 პოზიციით დაწინაურდა და მის ანგარიშზე 4095 ქულაა.

სადებიუტო მედალი მოიგო ნინო ლოლაძემ. ბრინჯაოს მედლის მოპოვებით მან მსოფლიო რეიტინგში 500 ქულა ჩაიწერა და 28 პოზიციით დაწინაურდა. ახლა მის ანგარიშზე 870 ქულაა და მსოფლიო რეიტინგის 55-ე ნომერია.

სხვა სტატიები