ლუკა მაისურაძე უნგრეთის მასტერსზე იასპარეზებს
1 წლის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
4-6 აგვისტოს, ბუდაპეშტის ლასლო პაპის არენა ძიუდოში, მასტერსს უმასპინძლებს. ტურნირზე უძლიერესი ძიუდოისტები იქნებიან წარმოდგენილნი და მათ შორის, რა თქმა უნდა საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას.
თავდაპირველ განაცხადში არ ფიგურირებდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ლუკა მაისურაძე, თუმცა საბოლოო ჯამში, ბუდაპეშტში ხაშურელ ფალავანსაც ვიხილავთ.
ლაშა გუჯეჯიანის გუნდი უნგრეთში თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით იქნება, გუნდში არიან წინა მასტერსის გამარჯვებულები - ილია სულამანიძე და ტატო გრიგალაშვილი. მათ გარდა გასულ წელს, იერუსალიმში გამართულ მასტერზე მედალს ლუკა მაისურაძე დაეუფლა, მის ანგარიშზე ბრინჯაოს მედალია.