Belive

ძიუდო | ბუდაპეშტის მასტერსზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

4-დან 6 აგვისტოს ჩათვლით უნგრეთში ბუდაპეშტის მასტერსი გაიმართება.

ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა დაასახელა, რომელიც ასე გამოიყურება:

  • - 60 კგ - გიორგი სარდალაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე
  • - 66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი
  • - 73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი
  • - 81 კგ - ტატო გრიგალაშვილი
  • - 90 კგ - ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ბექაური
  • - 100 კგ - ილია სულამანიძე, ვარლამ ლიპარტელიანი, ონისე სანებლიძე
  • + 100 კგ - გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი, საბა ინანეიშვილი
  • - 57 კგ - ეთერ ლიპარტელიანი
  • + 78 კგ - სოფიო სომხიშვილი

2022 წელს, ბუდაპეშტის გრანდ სლემზე, ლუხუმ ჩხვიმიანმა, ლაშა შავდათუაშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს, თემურ ნოზაძემ და ბექა ღვინიაშვილმა კი - ბრინჯაოს.

სხვა სტატიები