EJU-ს ინტერვიუ ილია სულამანიძესთან: "მთავარი მიზანია, რომ 2028 წელს ოლიმპიური ოქრო მოვიპოვო"
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ავსტრიული შეკრება დაასრულა. ევროპის ძიუდოს კავშირმა კი ავსტრიაში მყოფ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერთან და 2023 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების ვერცხლისმედალოსან - ილია სულამანიძესთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც 23 წლის ქართველი პარიზის ოლიმპიურ თამაშებს მიმოიხილავს და 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიურიურ თამაშებზე საუბრობს.
"ახალი წელია და ახალი შემართებებით ვარ. მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელი ძალიან კარგი გამოდგა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, ყოველ წელს ახალი შემართებითა და მიზნებით ვხვდები.
ოლიმპიურ თამაშებამდე თავს მშვენივრად ვგრძნობდი, დიდ დროს ვხარჯავდით და ვემზადებოდით, როგორც გონებრივად, ასევე ფიზიკურად. ეს იყო ყოველი წამი, ყოველი წუთი, ყოველი საათი, ეს იყო ყველაფერი, რაზეც ვიყავი კონცენტრირებული. მე არ ვამახვილებდი ყურადღებას მედლებზე ან მოგებაზე, ვფიქრობდი მხოლოდ იმაზე, თუ როგორ ვემზადებოდი... -
სულამანიძის თაყვანისმცემლებისთვის მისი სტილი მშვიდი და მოდუნებულია და მთლიანად ასახავს მის დამოკიდებულებას ტატამზე დადგომამდე, აცხადებენ, რომ კონკურენციაზე არასდროს ნერვიულობს, მაგრამ გრძნობდა თუ არა ამას პარიზში?
არასოდეს. ნერვიულობა ცუდია ჩემი გონებისთვის, ჩემი მენტალიტეტისთვის. როცა ვნერვიულობ, ვერ ვდებ ჩემს 100%-ს. სხვანაირად ვერ იქნები საუკეთესო, ხანდახან ცოტა უნდა ნერვიულობდე, მაგრამ ეს იმისთვისაა, რომ დაგეხმაროს ფოკუსირებაში... -
პარიზში ასპარეზობამდე ერთი დღით ადრე, თანაგუნდელმა ლაშა ბექაურმა ზედიზედ მეორე ოლიმპიური ტიტული მოიპოვა, ამან როგორი გავლენა მოახდინა შენზე?!
მე და ლაშა ერთ ოთახში ვიყავით და ორივე ოლიმპიური ოქროსთვის ვემზადებოდით, რა თქმა უნდა მან მოიგო და ეს მოგება იყო უდიდესი მოტივაცია ჩემთვის. ჩემს საბრძოლო დღეს რომ გავიღვიძე, ლაშას შევხედე და თავს მშვენივრად ვგრძნობდი, არ ვიცი რატომ, უბრალოდ, ბედნიერად ვგრძნობდი თავს.
მხოლოდ ჩემს მწვრთნელთან ვკონტაქტობდი, ბევრი არავინ და არაფერი არ მჭირდებოდა. ოლიმპიურ თამაშებზე უფრო მნიშვნელოვანია, რომ გონებით მზად იყო. ოჯახთან წინასწარ არანაირი ურთიერთობა და კონტაქტი არ მქონია. მთელი ჩემი კონცენტრირება ტატამისკენ და შეჯიბრისკენ იყო და კონცენტრაცია იქით მჭირდებოდა. -
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, ფინალამადე გზა საკმაოდ რთული გქონდა, მოუგე აარონ ვულფს და 11 წამში დაამარცხე შვეიცარიელი მეტოქე, რას გრძნობდი ამ დროს.
დიახ, ნახევარფინალი ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი იყო, ამას ნამდვილად არ ველოდი, არ მქონდა გეგმაში რომ 11 წამში უნდა მომეგო.
არ ვიცი როგორ მოხდა ეს, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება მოხდეს პირველ 10 წამში, შეიძლება შემდეგში, ერთ-ორ წუთში, თუმცა მე მზად ვიყავი მეჭიდავა კიდევ ათი ან 15 წუთის განმავლობაში, თუ დამჭირდებოდა, მაგრამ ეს იყო მყისიერი და სრულყოფილი გდება, რომლითაც ეიხი დავამარცხე... -
შევეხოთ ყველაზე რთულ თემას - პარიზის ოლიმპიური თამაშების ფინალს, სადაც გამარჯვება ბრძოლის დასრულებამდე 10 წამით ადრე დათმე.
"არ ვიცი, ამ მომენტზე საუბარიც კი არ შემიძლია. მაშინ ძალიან გამიჭირდა მასთან გამკლავება, მაგრამ ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ეს ძალიან ძვირი გამოცდილება და გაკვეთილი იყო ჩემთვის.
საქართველოში ოქროს მედალოსანს მილიონი ლარით აჯილდოვებენ, ვერცხლისთვის კი განახევრებულია, ასე რომ, დიახ, ძვირადღირებული გაკვეთილი იყო ეს ჩემთვის. მე ვუყურე ამ ბრძოლას, თუმცა დიდი ხანი დამჭირდა ამის საყურებლად და ახლა არ არის რთული.
ეს იყო ერთი წამი, ერთი მომენტი ჩემს ცხოვრებაში და არაუშავს, ცხოვრება გრძელდება..." -
და ბოლოს - რას გრძნობდი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ?!
"სახლში რომ მივედი დიდი ზეიმი იყო! საჩუქრები გადმომცეს, მაგრამ უფრო მეტიც, ეს იყო ქართველი ხალხის დიდი პატივისცემა და არ ვიცი რატომ, მაგრამ უფრო მეტი იყო ჩემთვის, ვიდრე ოლიმპიური ჩემპიონობა.
ვფიქრობ, შეიძლება იმიტომ, რომ ხალხს მოსწონს ეს ემოციური ისტორიები, ეს სევდიანი მომენტები და მათ მხარი დამიჭირეს. ახლა საქართველოში მშვენიერი მდგომარეობა მაქვს და კარგად მიყურებენ. ცოტა ხნით შემეძლო ვარჯიშის გარდა დრო სხვა რაღაცეებისთვისაც დამეთმო, როცა მინდოდა... მაგრამ ახლა არა [იცინის] ახლა ისევ აქ, ისევ ტატამზე. ახლა მხოლოდ ოლიმპიური ოქროსთვის ვემზადები..." - ილია სულამანიძე