ლუკა ლოჩოშვილი კარიერას სალერნიტანაში გააგრძელებს
საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, ლუკა ლოჩოშვილი "სალერნიტანაში" ითამაშებს.
ოფიციალური ინფორმაცია "სალერნიტანას" გვერდს ჯერ არ გაუვრცელებია, მაგრამ იტალიურ მედია საშუალებებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც
ქართველი ფეხბურთელი გუნდის ბაზაზე იმყოფება და ჟურნალისტთან მოკლე კომენტარსაც აკეთებს.
"აქ ყოფნა ძალიან მიხარია და გუნდისთვის ყველაფერს გავაკეთებ. მოედანზე გასასვლელად მზად ვარ", - ამბობს ლუკა ლოჩოშვილი.
#Salernitana le prime parole di Luka Lochoshvili: Sono molto felice di stare qua e faccio tutto per questi colori. Sono pronto per scendere in campo #serieb #calciomercato #football #calcio #campania pic.twitter.com/DkAcJlEbSJ
— Salernonotizie.it (@salernonotizie) January 10, 2025
მედიის ინფორმაციით, სამხრეთიტალიურ გუნდში 26 წლის მცველი მიმდინარე წლის ზაფხულამდე იჯარის წესით ითამაშებს.
მიმდინარე სეზონში ლუკა ლოჩოშვილს იტალიის სერია B-ს 7 და ქვეყნის თასის ერთ მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.
"სალერნიტანას", რომელიც სერია B-ში წინა სეზონის შემდეგ დაქვეითდა, 20 ტურში დაგროვებული 18 ქულით მე-18 პოზიცია უკავია. შემდეგ მატჩს გუნდი 12 იანვარს, ლიდერ "სასუოლოსთან", გამართავს. შეხვედრა 15:30 საათზე დაიწყება.