Belive

ლუკა ლოჩოშვილი გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

1 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, ლუკა ლოჩოშვილი გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-13 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

2025 წლის ნოემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ, ნიურბერგმა საწყის მატჩში არმინია ბილფილდს საშინაო კედლებში (2:0) მოუგო. მატჩში სრულად ითამაშა და 7.9 კოეფიციენტით შეფასება დაიმსახურა ლუკა ლოჩოშვილმა. მასზე მაღალი შეფასება მხოლოდ ორმა თანაგუნდელმა მიიღო.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, გერმანული სპორტული მედია საშუალება Kicker-ის ვერსიით, ლუკა ლოჩოშვილი მეორე ბუნდესლიგის მე-13 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

ნიურბერგი 13 ტურის შემდეგ 18 ქულით მე-9 ადგილს იკავებს და ლიდერ პარდერბორნს 11 ქულით ჩამორჩება. შემდეგ მატჩს 27 წლის ქართველი ფეხბურთელის გუნდი 29 ნოემბერს, მაგდებურგთან სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები