ლუის ენრიკე: "ბედნიერები ვართ, რომ ხვიჩა კვარაცხელია გვყავს"
10 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე თავისი გუნდისა და საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს. მონაკოსთან უეფას ჩემპიონთა ლიგის, პლეი-ინის საპასუხო მატჩის წინ, ესპანელი სპეციალისტი ამბობს, რომ გუნდში ბედნიერები არიან, რადგან ხვიჩა კვარაცხელია ჰყავთ.
"ხვიჩა კვარაცხელია განსხვავებული სტილის ფეხბურთელია, რადგან მას აქვს როგორც გოლის გატანის და დრიბლინგის, ასევე თავის დაცვის კარგი უნარი.
რთულია პსჟ-ს შემტევის სტატუსი ატარო და ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ხვიჩა კვარაცხელია გვყავს", - ამბობს ლუის ენრიკე.
ხვიჩა კვარაცხელიას ამ სეზონში პსჟ-ს შემადგენლობაში 7 გოლი აქვს გატანილი და 6 საგოლე პასი გაკეთებული.
პსჟ-ს მონაკოსთან საწყისი მატჩი 3:2 აქვს მოგებული. საპასუხო შეხვედრა 26 თებერვალსაა დაგეგმილი. მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე უნდა დაიწყოს.