Belive

ლუკა ლოჩოშვილი: "ჩემპიონატი არ დასრულებულა, გავუმჯობესდებით და ბოლომდე ვიბრძოლებთ"

1 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და "კრემონეზეს" ცენტრალურმა მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა, სერია B-ს 35-ე ტურში "ვენეციასთან" პრინციპული მატჩის წაგების (1:2) შემდეგ, გუნდის ვებ-გვერდთან ისაუბრა და თქვა, რომ სერია A-ში დასაბრუნებლად ბრძოლა, ჯერ კიდევ გრძელდება.

"ძალიან რთული მატჩი იყო, მაგრამ ჩემი აზრით პირველ ტაიმში დომინანტები ვიყავით, მეორე ნახევარში კი 2 გოლი მივიღეთ.

ფრე მაინც უნდა გვეთამაშა, გუნდმა მეტი დაიმსახურა. ახლა მნიშვნელოვანია ვიყოთ ერთად, ვიმუშაოთ კიდევ უფრო მეტი და მხოლოდ საკუთარ თავზე ვიფიქროთ. ჩემპიონატი არ დასრულებულა, წინ ჯერ პლეი-ოფია და ჩვენ ისევ უნდა ვიბრძოლოთ. მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს, რომლებიც დღეს საღამოს ჩვენს მხარდასაჭერად მოვიდნენ. ბრძოლას გავაგრძელებთ.

რთულია ერთ ეპიზოდზე საუბარი, ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ამიტომ ერთად ვიგებთ და ერთად ვმარცხდებით. გავაანალიზებთ მატჩს, რადგან ვიცით, რომ შედეგის მისაღწევად კიდევ უკეთესად უნდა ვიმოქმედოთ.

ჩემპიონატი ჯერ არ დასრულებულა და წინ კიდევ სამი ტური და პლეი-ოფია. თუ დღეს აქ ვართ, პასუხისმგებლობა ჩვენ გვეკისრება, ახლა უნდა გავუმჯობესდეთ. გულშემატკივრების მხარდაჭერით ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ ბრძოლა", - თქვა 25 წლის ცენტრალურმა მცველმა.

ამ მომენტისთვის, ლუკა ლოჩოშვილის გუნდს სერია B-ში მეოთხე პოზიცია უკავია. საუკეთესო ორი გუნდი პირდაპირ სერია A-ში გადადის, მესამე და მეოთხეადგილოსნები ბრძოლას პლეი-ოფის ნახევარფინალში, ხოლო მეხუთედან მერვე პოზიციამდე გასულები მეოთხედფინალში აგრძელებენ.

სხვა სტატიები