ლუკა გუგეშაშვილი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
5 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების მეკარე, ლუკა გუგეშაშვილი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. 25 წლის ქართველი მეკარე "პანსერაიკოსის" ფეხბურთელი გახდება.
ლუკა გუგეშაშვილი, რომელიც გასული ორწელიწადნახევრის განმავლობაში, აზერბაიჯანის ყველა დროის ყველაზე ტიტულოვან გუნდში, "ყარაბახში" თამაშობდა, ახალ გუნდთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
"პანსერაიკოსი" გასული რამდენიმე წლის განმავლობაში საბერძნეთის საფეხბურთო ჩემპიონატის რანგით ქვედა ლიგებში თამაშობდა, 2023 წელს კი სუპერ ლიგას დაუბრუნდა. წინა სეზონში გუნდმა ჩემპიონატში მეშვიდე ადგილი დაიკავა.
აზერბაიჯანულ გუნდში გატარებულ პერიოდში ლუკა გუგეშაშვილმა სამჯერ ქვეყნის ჩემპიონობა და ორჯერ თასი მოიგო.