Belive

,,იმაზე კარგად თამაშობს, ვიდრე ველოდი" - ჟურნალისტი ზურიკო დავითაშვილზე

23 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, ზურიკო დავითაშვილის კარგი სათამაშო ფორმის შესახებ ფრანგული მედია აქტიურად საუბრობს.

ჟურნალისტი, ადრიენ მატიე მის შესახებ საუბრისას ამბობს, რომ 23 წლის ქართველი ლიგა 1-ში სადებიუტო სეზონში შესაძლებლობებს კარგად წარმოაჩენს.

"ზურიკო დავითაშვილი იმაზე კარგად თამაშს ახერხებს, ვიდრე ველოდი. ის ლიგა 2-ში, "ბორდოს" შემადგენლობაში არაორდინალური თამაშით გამოირჩეოდა და ახლა იგივეს ლიგა 1-ში აკეთებს, არ მეგონა, რომ ამდენი გოლის გატანას შეძლებდა.

"პსჟ-სთან" მატჩში საჯარიმო დარტყმის გატანის გარდაც, ძალიან კარგად ითამაშა.

არის ტოპ მატჩები, გოლებითა და საგოლე პასებით და ასევე, არის შედარებით დაბალი მარგი ქმედების კოეფიციენტის მქონე შეხვედრები, ის რისი გაუმჯობესებაც მას სჭირდება, უფრო მეტი თანმიმდევრულობაა", - ამბობს ადრიენ მატიე.

ზურიკო დავითაშვილს ბრწყინვალე სეზონი აქვს. "სენტ-ეტიენის" მიერ ლიგა 1-ში გატანილი 17 გოლიდან ნახევარზე მეტში მან მონაწილეობა მიიღო: 6 გოლი და 2 საგოლე პასი. ის თავისი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.

სხვა სტატიები