Belive

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ესპანეთის წინააღმდეგ

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრას ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე 21:00 საათზე დაიწყება.

დღევანდელ შეხვედრაში ჩვენი ნაკრები ასეთი შემადგენლობით ითამაშებს:

გიორგი მამარდაშვილი, საბა გოგლიჩიძე, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, იური ტაბატაძე, ზურიკო დავითაშვილი, ბუდუ ზივზივაძე, ხვიჩა კვარაცხელია.

ასევე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრები შესარჩევი ეტაპის ბოლო შეხვედრას, 3 დღეში, 18 ნოემბერს ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები