Belive

"კონტრაქტის გაწყვეტა დროის საკითხია" - კვიპროსული მედია ქვილითაიას ტრანსფერზე საუბრობს

2 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდი, გიორგი ქვილითაია კვიპროსულ არისთან კონტრაქტის გაწყვეტას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას კვიპროსული მედია ავრცელებს და წერს, რომ დიდი შანსია, 32 წლის ფეხბურთელმა კარიერა გერმანიაში გააგრძელოს.

"ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ გიორგი ქვილითაიასა და არისს შორის კონტრაქტის გაწყვეტა დროის საკითხია. დიდია იმის ალბათობა, რომ ყველაფერი უახლოეს პერიოდში გადაწყდეს.

ქართველი ახლა კარიერაში შემდეგ ნაბიჯს ეძებს, მისით გერმანული პადერბორნი ინტერესდება. როგორც ჩანს, მისი დამატების სურვილი რამდენიმე სხვა გუნდს, მათ შორის კვიპროსულსაც აქვს.

ამავდროულად, SPORT FM 95.0-ის ინფორმაციით, თავად ფეხბურთელი, როგორც ჩანს, საზღვარგარეთ თამაშს ანიჭებს უპირატესობას, თუმცა ყველა ვარიანტის განხილვას დაელოდება", - წერს 24sports.

გიორგი ქვილითაიასთვის არისი მესამე კვიპროსული გუნდია, აქამდე მან ანორთოსისსა და აპოელში ითამაშა, სადაც შესაბამისად, კვიპროსის თასისა და ჩემპიონატის მოგება მოახერხა.

პადერბორნი გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში 19 ტურის შემდეგ მესამე ადგილზეა და ელიტარულ დივიზიონში გადასასვლელად აქტიურად იბრძვის.