Belive

ლივერპულის მეკარეების მწვრთნელი: "მამარდაშვილს შეუძლია მსოფლიოში საუკეთესო გახდეს"

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ლივერპულში დაბრუნებული მეკარეების მწვრთნელი, ესპანელი ხავი ვალერო გუნდის ახალწვეულზე, საქართველოს ნაკრების ვარსკვლავზე, გიორგი მამარდაშვილზე და მასთან მუშაობაზე საუბრობს.

"გვყავს მეკარე, რომელიც ახალგაზრდაა უზარმაზარი პოტენციალით. ის ევროპაში საუკეთესო ახალგაზრდა მეკარეა და ვფიქრობ, რომ უკვე აჩვენებს, რომ მას აქვს ის, რაც საჭიროა იმისათვის, რომ მომდევნო წლებში საუკეთესო მეკარედ ჩამოყალიბდეს.

გიორგი მამარდაშვილი ძალიან მყარად თამაშობს და აგრძელებს ზრდას, ეს მან ლა ლიგაში ვალენსიასთან ერთად აჩვენა მთელი ამ წლების განმავლობაში. ვფიქრობ,  რომ ის თავისი ასაკის საუკეთესო მეკარეა.

ვფიქრობ, გაგვიმართლა, რომ მსოფლიოში საუკეთესო მეკარე გვყავს და ისიც თავის ასაკში რჩეულია. ამ ორი მეკარით ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს.

მათი მწვრთნელობა პრივილეგია და პასუხისმგებლობაა, იღბლიანი ვარ, რომ შემიძლია ყოველდღიურად ვიმუშაო ამ მეკარეებთან, მხარი დავუჭირო მათ და მაღალი სტანდარტები შევინარჩუნო. მათ კითხვებზე პასუხები უნდა მქონდეს, ეს ჩემი სამსახურის ნაწილია", - ამბობს ხავი ვალერო.

52 წლის ესპანელი მწვრთნელი, წლების განმავლობაში რაფაელ ბენიტესის, მანუელ პელეგრინის, ალან ირვინის, გრემ პოტერის, ხულენ ლოპეტეგისა და დევიდ მოიესის თანაშემწე გახლდათ და ისეთ გუნდებში უმუშავია, როგორიც ლივერპული, მილანის ინტერი, ლონდონის ჩელსი, ნაპოლი, მადრიდის რეალი, ჰებეი და ვესტ ჰემია. ლივერპულში ხავი ვალერო 2007-დან 2010 წლამდე მუშაობდა და 2025 წლის 1 ივლისს დაბრუნდა.

სხვა სტატიები