Belive

"ლივერპული თანახმაა, ბორნმუთს ეჩქარება და ულტიმატუმს აყენებს" - სიახლე მამარდაშვილის ტრანსფერზე

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

გიორგი მამარდაშვილის "ლივერპულში" ტრანსფერთან დაკავშირებით ყოველდღიურად არაერთი სიახლე ვრცელდება. თავად ქართველი მეკარისა და მისი წარმომადგენლების გარდა, საქმეში სამი მთავარი დაინტერესებული მხარე, "ვალენსია", "ლივერპული" და "ბორნმუთია" ჩართული.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გეგმა ასეთი გახლდათ: 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ "წითლები" 23 წლის ქართველ მეკარეს დაიმატებენ და იჯარის წესით "ბორნმუთში" გაუშვებენ. ახლა, შესაძლებელია რაღაც-რაღაცები შეიცვალოს.

კონკრეტულად, "ვალენსიას" ულტიმატუმი ასეთია, რომ გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი "ლივერპულში" მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუ ინგლისელები სულ მცირე 40 მილიონ ევროს დახარჯავენ. ამ თანხის გადახდაზე პრაქტიკულად თანახმა "მანჩესტერ იუნაიტედია".

უალხესი ცნობების მიხედვით, რომელიც relevo-ს ინფორმაციებს ეყრდნობა, "ლივერპული" ეტაპობრივად ზრდის შესათავაზებელ თანხას და ეს "ვალენსიას" მიერ დასახელებულ ოდენობას ძალიან უახლოვდება. ამის მიუხედავად, პიტერ ლიმისა და მისი გუდნისგან მერსისაიდელებს ჯერ პასუხი არ მიუღიათ.

"ვალენსიას" გეგმა გასაგებია, გუნდს ფინანსური პრობლემები უდგას და ქართველი მეკარის ტრანსფერი ამ საკითხების მოგვარების ერთ-ერთი წინაპირობა შეიძლება გახდეს. შესაბამისად, ესპანელები საქმიდან მაქსიმალური მოგების ნახვას ცდილობენ. გადაჭრით უარს არც "ლივერპულის" ხელმძღვანელები აცხადებენ, მაგრამ აქ მესამე მოთამაშეცაა: "ბორნმუთი". "ალუბლებმა" ულტიმატუმი წამოაყენეს. ისინი საიჯარო ხელშეკრულებისთვის 5 მილიონ ევროს იხდიან, მაგრამ მთავარია, რომ ტრანსფერი დაუყოვნებლივ განხორციელდეს, რადგან გუნდს მეკარის პრობლემა აქვს და გიორგი მამარდაშვილის მოედანზე ნახვას ელოდებიან. თუ საქმე არ დაჩქარდება, მაშინ ანდონი ირაოლას გაწვრთნილი გუნდი სხვა მეკარეს მიიყვანს, ალტერნატივის ძებნა კი უკვე დაწყებულია.

ამავე დროს, რა თქმა უნდა, არიან პრემიერ ლიგის სხვა გუნდები, რომლებსაც სურთ, რომ გიორგი მამარდაშვილი, თუნდაც იჯარის წესით და გარვეული დროით, საკუთარ გუნდში იხილონ, მაგრამ ამისთვის იმ ოდენობის თანხას ვერ იხდიან, რამდენსაც "ბორნმუთი".

რაც შეეხება გიოორგი მამარდაშვილს, ის ღიაა ნებისმიერ შეთავაზებისთვის, რომელიც მას დიდ გუნდთან დააკავშირებს და ამ გზას გაუხსნის.

საკითხის გადაწყვეტას დიდი დრო არ დასჭირდება და მაღალია ალბათობა, რომ უახლოეს ხანებში, ვალენსიურმა მხარემ თანხმობა განაცხადოს. სხვა შემთხვევაში, "ბორნმუთი" საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებას" გადაიფიქრებს", - წერს relevo.

გიორგი მამარდაშვილმა "ვალენსიასთან" ერთად 2024/25 წლების სეზონი უკვე დაიწყო და ლა ლიგის გახსნით ტურში "ბარსელონასთან" (1:2) ითამაშა. შემდეგი მატჩი "ვალენსიამ" ვიგოს "სელტასთან" სტუმრად, 23 აგვისტოს უნდა გამართოს. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები