რამაზ სვანაძე: "ბევრს საუბრობდნენ ჩვენს იღბლიანობაზე, მაგრამ მგონი, ყველაფერი შეიცვალა''
5 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
უეფას ევროპის 2025 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში პორტუგალიის ახალგაზრდულ გუნდთან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რამაზ სვანაძე პრესკონფერენციას მართავს.
„ამ დღეებში ბევრს საუბრობდნენ ჩვენს იღბლიანობაზე, მაგრამ ამ თამაშებში, მგონი, ყველაფერი შეიცვალა. წითელმა ბარათმა მატჩის დასაწყისში ჩვენი გეგმები დაამსხვრია. პორტუგალია ძლიერი გუნდია, მაგრამ ვთვლი, რომ წითელმა ბარათმა გავლენა მაოხდინა და შემდეგ დასანანი გოლი მივიღეთ. მეორე ტაიმში გარისკვა ვცადეთ, თუმცა 3 გოლი არ იყო გასაშვები - დაღლილობამ იჩინა თავი და ფეხბურთელები მივხდნენ, რომ ასეთ ვითარებში წარმატების შანსი აღარ იყო.
იმედია, ამ თაობიდან ეროვნულ ნაკრებში ბევრი შეაბიჯებს, ჩვენ კი ვიმედოვნებთ, რომ 21-წლამდელების ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე კიდევ მოვხვდებით. გამოვვარდით, თუმცა მეორე მხარეა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშეთ, თანაც ძალიან ღირსეულად და ბოლო ტურამდე ჯგუფიდან გასვლის შანსი გვქონდა.
გული მწყდება, რომ ჩვენ არ ვიყავით საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. ორი ცენტრალური მცველის ტრავმას საბა საზონოვის გმირობა დაემატა - მის საქციელს სხვაგვარად ვერ შევაფასებ. მაგრამ დღეს იაკობიძემ კარგად გაოავლინა თავი. თუმცა, მთლიანობაში თავი იჩინა ბევრი მოთამაშის უთამაშებლობამ - მათ შორის, ლიდერების და არ იყვნენ მზად, ყოველ მესამე დღეს ეთამაშათ, სიგუას ფრანგებთან მატჩის შემდეგ კუნთის პრობლემა შეექმნა.
საქართველოში არაა მწვრთნელების პრობლემაა, მაგრამ მოთამაშეებს მეტი ინტენსიობით თამაში სჭირდებათ. ასეთ დონეზე სწორედ ესაა გასაღები - სწრაფი ტემპი და ინტენსიობა. ჩვენთან კი პრობლემაა. საფრანგეთსა და პორტუგალიელებზე რომ არაფერი ვთქვათ, პოლონელებიც კი ჩემპიონატში სწრაფ ტემპში თამაშობენ, ჩვენ მოთამაშეებს ასეთი პრაქტიკა აკლიათ“. - ამბობს რამაზ სვანაძე.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურში პორტუგალიასთან 0:4 დამარცხდა. რამაზ სვანაძის გუნდმა ჯგუფში 3 ქულით მე-3 ადგილი დაიკავა და ტურნირს გამოეთიშა.