Belive

"ლივერპული ალისონის გასაშვებად ემზადება" - ბრიტანული მედია მამარდაშვილისთვის კარგ ამბავს ავრცელებს

4 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ბრიტანული მედია ქართული ფეხბურთისთვის კარგ ამბავს ავრცელებს. კონკრეტულად, "ლივერპული" გუნდის მთავარი მეკარის, ალისონ ბეკერის გასაშვებად ემზადება, რაც საქართველოს ნაკრების მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებისთვის გზას უხსნის.

"გიორგი მამარდაშვილის გუნდში მისვლის მოახლოების პარალელურად, "ლივერპული" ალისონის გაშვებისთვის ემზადება, რაც ქართველ მეკარეს გზას უხსნის.

საუდის არაბეთიდან არსებული ინტერესის მიუხედავად, ბრაზილიელი უპირატესობას ევროპაში დარჩენას ანიჭებს", - წერს Football Express TeamTalk-ზე დაყრდნობით.

24 წლის ქართველი მეკარე ამ სეზონში "ვალენსიაში" იჯარის წესით თამაშობს, ზაფხულში კი ინგლისურ გრანდს უნდა შეუერთდეს. გიორგი მამარდაშვილს ლა ლიგის ამ გათამაშებაში 20 მატჩში აქვს ნათამაშები, საიდანაც 5 შეხვედრაში კარის უსაფრთხოება მშრალად შეინახა.

სხვა სტატიები