ივა გელაშვილი საბერძნეთის სუპერლიგაში ითამაშებს
საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, ივა გელაშვილი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში გააგრძელებს.
ქართველი მცველი საბერძნეთის სუპერლიგის წარმომადგენელ პანსერაიკოსში ითამაშებს.
24 წლის ფეხბურთელი პანსერაიკოსის შემადგენლობაში დებიუტანტი ქართველი არ არის, გასულ სეზონში გუნდში საქართველოს ნაკრების მეკარე, ლუკა გუგეშაშვილი თამაშობდა. წარმატებული თამაშის და თავის პოზიციაზე ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესოობის შემდეგ, 26 წლის მეკარე საბერძნეთის 4-გზის ჩემპიონ სალონიკის პაოკს შეუერთდა.
პანსერაიკოსი 1964 წელს დაარსდა და საწყის ეტაპზე საბერძნეთის რანგით უმაღლეს და მეორე ლიგებს შორის ხშირად მოგზაურობდა. 2023 წელს გუნდი საბერძნეთის სუპერლიგაში დაბრუნდა და გასულ სეზონში მე-12 პოზიცია დაიკავა.
ივა გელაშვილის კარიერა ჩეხეთში იწყება, სადაც პრაღის სპარტას აკადემიიდან მთავარ გუნდში მოხვდა, შემდეგ კი სამშობლოში, დინამო ბათუმს შეუერთდა. ცენტრალურმა მცველმა იჯარით ბოლნისის სიონის და იტალიური სპეციას შემადგენლობაში ითამაშა, 2024 წლის ზაფხულში კი იბერია 1999-ს შეურთდა და ქვეყნის ჩემპიონიც გახდა. საქართველოს ნაკრებში ივა გელაშვილს ვილი სანიოლი 2023 წლიდან იძახებს.