Belive

ნოდარ ლომინაძე ეშტორილში თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ნოდარ ლომინაძე აგვისტოს თვეში, ეშტორილის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

პორტუგალიის რანგით ყველაზე მაღალ ლიგაში მოთამაშე გუნდის გამოკითხვაში გამარჯვებული 23 წლის ქართველი ფეხბურთელი გახდა.

აგვისტოს თვეში, ნოდარ ლომინაძემ ეშტორილის შემადგენლობაში სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ კი პორტუგალიის ჩემპიონატში 7 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი.

ეშტორილი პორტუგალიის ჩემპიონატში 8 ტურის შემდეგ 6 ქულით მეთექვსმეტე ადგილზეა და შემდეგი შეხვედრა ნასიონალთან 26 ოქტომბერს უნდა გამართოს.

სხვა სტატიები