Belive

ლიონის მთავარი მწვრთნელი: "მიქაუტაძესთან ერთად ტაქტიკა განვიხილეთ"

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"ლიონის" მთავარმა მწვრთნელმა, პიერ საჟმა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის და მასთან ერთად გუნდის მომავალი სეზონის გეგმების შესახებ ისაუბრა.

"გიორგი მიქაუტაძეს ვესაუბრე და მასთან ერთად გუნდის ტაქტიკა განვიხილეთ. სისტემა - რომელშიც ერთ ცენტრალურ თავდამსხმელსა და ორ გარემარბს ვიყენებთ. ეს დამატებითი ვარიანტი გახლავთ. რაც უფრო მეტი არჩევანის საშუალება გვაქვს, მით იმატებს შანსი, რომ წარმატებას მივაღწიოთ. კოლექტიურად მუშაობის შემთხვევაში კარგი თამაშის ჩვენება შეგვიძლია", - ამბობს პიერ საჟი.

საქართველოს ნაკრების 23 წლის თავდამსხმელმა, თავის მშობლიურ გუნდთან კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. შეგახსენებთ, რომ მასში, ქართული ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო თანხა, 18.5 მილიონი ევრო გადაიხადეს. ლიონის "ოლიმპიკი" უახლოეს ამხანაგურ მატჩს გერმანიის ბუნდესლიგაში აღზევებულ "სანქტ-პაულთან" 24 ივლისს ჩაატარებს.

სხვა სტატიები