Belive

ლიგა 1-ში წიტაიშვილის დებიუტი შედგა - რა შეფასება დაიმსახურა გიორგიმ?

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ლიგა 1-ში გიორგი წიტაიშვილის დებიუტი შედგა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი მეცი, რომელიც უმაღლეს დივიზიონს ამ სეზონში დაუბრუნდა, შინ, სენ სიმფორიენზე სტრასბურგს დაუხვდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. ერთადერთი გოლი სტრასბურგის დებიუტანტმა, ხოაკინ პანიჩელიმ გაიტანა

აღსანიშნავია, რომ მეცმა ისე წააგო, რომ მის ფეხბურთელებს კარში არ დაურტყამთ.

ძირითადში იყო და მარცხენა ფლანგზე 90 წუთი გაატარა გიორგი წიტაიშვილმა.

Flashscore-მ მისი თამაში 6.8 ქულად შეაფასა რაც მეორე საუკეთესო შედეგი იყო გუნდში. წიტაიშვილმა 24/19 ზუსტი პასი შეასრულა (79%), 16/7 დუელი მოიგო (44%) და თამაშის წესი სამჯერ დაარღვია.

მეცის მეორე ქართველს, გიორგი აბუაშვილს შეხვედრაში მონაწილეობის შესაძლებლობა არ მისცემია.

მეცი მომდევნო მატჩს 23 აგვისტოს, სტუმრად, გიორგი მიქაუტაძის ლიონთან გამართავს.

სხვა სტატიები