ოფიციალურად | გიორგი მიქაუტაძე ვილიარეალის ფეხბურთელია
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვარსკვლავი, გიორგი მიქაუტაძე კარიერას ვილიარეალში გააგრძელებს.
ლა ლიგის ბინადარმა კლუბმა გიორგი მიქაუტაძე ოფიციალურად წარადგინა - სოციალურ მედიაში განთავსებულ პოსტში აღნიშნულია, რომ მიქაუტაძე ვილიარეალის ღირსებას 2031 წლამდე დაიცავს.
👌👁️👁️👌 pic.twitter.com/az9dPDsJyV
— Villarreal CF (@VillarrealCF) September 1, 2025
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ლიონის მაისურით გიორგი მიქაუტაძემ 17 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.