იჯარის შემდეგ სრულფასოვანი კონტრაქტი | მეცი გიორგი წიტაიშვილის დაბრუნებას გეგმავს
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, გიორგი წიტაიშვილი შესაძლებელია მეცში დაბრუნდეს.
ამის შესახებ ინფორმაციას Transfert Radar ავრცელებს და წერს, რომ ლიგა 2-ში დაქვეითებულ გუნდს ქართველი ფეხბურთელის დაბრუნება სურს.
"მეცმა გიორგი წიტაიშვილს კონტრაქტი შესთავაზა. გარემარბი შესაძლოა დაბრუნდეს მეცში, თუმცა ლიგა 1-ის და ლიგა 2-ის კიდევ ორი კლუბი ასევე ძალიან ინტერესდება მისი დამატებით", - წერს Transfert Radar.
‼️INFO #FCMetz 🟤
— Transfert Radar (@TransfertRadar) August 9, 2026
🚨Metz a fait une proposition contractuelle à Giorgi Tsitaishvili 🇬🇪
➡️L’ailier pourrait retourner en Moselle mais deux autres clubs de Ligue 1 et Ligue 2 sont également très chauds 🔥 pour le faire signer 🔜
➡️Plus d’infos à venir 👀#FCMetz #Ligue1 #Ligue2 pic.twitter.com/gqskx2sXmN
გასული სეზონი გიორგი წიტაიშვილმა მეცში გაატარა და 35 მატჩში 3 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. გიორგი წიტაიშვილს კიევის დინამოსთან კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტია.
25 წლის ფეხბურთელს, რომელსაც კიევის დინამოსთან კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტია, კარიერის განმავლობაში პოლტავის ვორსკლას, ჩერნომორეცის, კრაკოვის ვისლას, პოზნანის ლეხის, დინამო ბათუმის, გრანადას და მეცის შემადგენლობაში უთამაშია.