Belive

ლიეტუვაში დანაკლისით | საქართველოს ნაკრებს ვიცე-კაპიტანი გამოაკლდა

8 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრები 27 მარტს თბილისიდან ლიეტუვის დედაქალაქის კაუნასის მიმართულებით გაემგზავრა.

ჩვენს გუნდში 2026 წლის საწყისი მატჩის შემდეგ რამდენიმე სიახლეა. ისრაელის ნაკრებთან ფრედ (2:2) ნათამაშები მატჩის შედეგ, საქართველოს ნაკრებს ოთარ კიტეიშვილი გამოაკლდა. ვიცე-კაპიტანმა მოედანი ტრავმის გამო მეორე ტაიმში დატოვა. ასევე გუნდთან ერთად, საბა გოგლიჩიძე ვერ გაემგზავრა. 21 წლის ცენტრალურ მცველს ტრავმა საწყის მატჩამდე აწუხებდა და დაბრუნებას ვერც ლეიტუვასთან შეხვედრისთვის მოასწრებს.

არის კარგი სიახლეც: გუნდთან ერთად გიორგი ჩაკვეტაძეც გამეგზავრა, რომელმაც ისრაელთან შეხვედრა ტრავმის მიზეზით გამოტოვა.

საქართველოს ნაკრები ლიეტუვას 29 მარტს, სტუმრად უნდა შეხვდეს. მატჩი კაუნასში უნდა შედგეს და თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყოს.

სხვა სტატიები