Belive

ლევან მჭედლიძე: "გოგლიჩიძის დამატება ბევრ პრემიერ ლიგურ გუნდს უნდოდა.''

10 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ვეტერანმა თავდამსხმელმა, ლევან მჭედლიძემ იტალიურ მედიასთან ისაუბრა. მჭედლიძის შაუმდგომლობით ქუთაისის "ტორპედოდან" "ემპოლიში" საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ცენტრალური მცველის, საბა გოგლიჩიძის ტრანსფერი შედგა. 33 წლის ქართველი აღნიშნული მიზეზით იტალიაში იმყოფება და "ემპოლისა" და "მონცას" შორის სერია A-ს 21-ე ტურის შეხვედრას დაესწრო (3:0).

ქართველმა ფეხბურთელმა, რომელმაც კარიერა რამდენიმე თვის წინ დაასრულა, საბა გოგლიჩიძის კარიერის შესახებ ისაუბრა.

"საბა გოგლიჩიძის დამატებით რამდენიმე გუნდი ინტერესდებოდა, თანაც არამხოლოდ იტალიურები. წინადადება პრემიერ ლიგიდანაც იყო. ჩემი აზრით, ის ძალიან დიდი პერსპექტივის მქონე ფეხბურთელია. ბედნიერი ვარ, რომ "ემპოლიში" ჩამოვიდა. იმედი მაქვს, რომ აქ კიდევ უფრო მეტად გაიზრდება", - თქვა ლევან მჭედლიძემ.

საბა გოგოლიჩიძემ ახალ გუნდთან კონტრაქტი 2008 წლამდე გააფორმა და გუნდში 2-ნომრიანი მაისური მიიღო. ის "მონცასთან" მატჩში განაცხადში მოხვდა და სათადარიგოთა სკამზე იყო.

სხვა სტატიები