Belive

ზურიკო დავითაშვილი: "ოსერთან მატჩი ყოველთვის მემახსოვრება, მაგრამ ახლა განსხვავებული თამაში გველის"

8 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ლიგა 1-ის მე-19 ტურში, "სენტ ეტიენი" "ოსერს" შეხვდება. მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე "მწვანეების" მხრიდან საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, ზურიკო დავითაშვილმა ისაუბრა.

"ამ სეზონის საწყის ნახევარში "ოსერთან" ჩატარებული მატჩი ჩემთვის კარგი მოგონებაა და ის ყოველთვის მემახსოვრება (ამ შეხვედრაში ზურიკო დავითაშვილმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და "ოსერმა" 3:1 გაიმარჯვა), მაგრამ ახლა ორივე გუნდისთვის განსხვავებული მატჩი იქნება, განსაკუთრებით ჩვენთვის, რადგან მთავარი მწვრთნელი და სათამაშო სტილი შევიცვალეთ.

პირადად მე თავს უკეთ ვგრძნობ, წინა მატჩებში, ოდნავ სუსტად ვიყავი, "ნანტთან" მეტოქის მესამედში სივრცის პოვნა გამიჭირდა, მაგრამ ახლა გაუმჯობესებაზე ვმუშაობ", - ამბობს ზურიკო დავითაშვილი.

ზურიკო დავითაშვილს ბრწყინვალე სეზონი აქვს. "სენტ-ეტიენის" მიერ ლიგა 1-ში გატანილი 17 გოლიდან ნახევარზე მეტში მან მონაწილეობა მიიღო: 6 გოლი და 2 საგოლე პასი. ის თავისი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.

სხვა სტატიები