თემურ ქეცბაია: "სპორტული და ფინანსური შედეგები უნდა გამოვასწოროთ"
2 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
კვიპროსული, ფამაგუსტას ანორთოსისის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე კარიერაში მესამედ დაბრუნების შემდეგ, თემურ ქეცბაია პრესკონფერენციას მართავს.
"ვბრუნდები გუნდში, რომელიც როგორც ფეხბურთელს დამეხმარა ჩემი ოცნებების ასრულებაში და როგორც მწვრთნელს, მომცა შესაძლებლობა, რომ საქმიანობა დამეწყო. ერთად მივაღწიეთ ისეთ რაღაცებს, რაზეც სხვებს ოცნებაც კი არ შეუძლიათ.
ახლა ჩვენ არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ ტიტულების მოპოვებას დაგპირდეთ. ეს გუნდი მხოლოდ ფეხბურთი არ არის, ეს ყველაფერია, რაც მათ ფამაგუსტადან ჩამოიტანეს. ვხედავ, რომ შეშფოთებაა, ჩემპიონატი ხალხის მოლოდინების შესაბამისად არ დაიწყო.
მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა პრობლემები მოაგვაროს და სირთულეებისგან დაღწევა მოახერხოს. რუკა შეიცვალა, დიდი გუნდები, რომლებიც ადრე ლიდერობდნენ, ფინანსური შესაძლებლობების გამო კონკურენციას ვერ უწევენ ისეთ გუნდებს, როგორიცაა პაფოსი და არისი. ვიცით, რომ გუნდს ფინანსური პრობლემები აქვს, მაგრამ ვეცდებით, წელი გადავარჩინოთ. კიდევ ერთხელ, მადლობა ნდობისთვის.
ჩვენ ვეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა გუნდი იქ მივიყვანოთ, სადაც ყოფნას იმსახურებს. საქმე სპორტულთან ერთად ფინანსურ შედეგებსაც ეხება, რომ შევძლოთ წამყვანი მოთამაშე გავხდეთ ბაზარზე. ანორთოსისი ანორთოსისია, ეს შესანიშნავი გუნდია, ყველა თამაშში ფეხბურთელები 100%-ით უნდა დაიხარჯონ.
რამდენიმე ფეხბურთელს დავიმატებთ, ვნახოთ, რამდენად შორს შეგვიძლია წასვლა. შევეცდებით გაძლიერებას, უკვე დავიმატეთ რამდენიმე მოთამაშე. ჩვენ ვერ დავიმატებთ ისეთ ფეხბურთელებს, რომელთა ხელფასის გადახდაც არ შეგვეძლება. შევეცდებით, რომ თავისუფალი აგენტები დავიმატოთ", - ამბობს თემურ ქეცბაია.
ანორთოსისი 2 ტურის შემდეგ, კვიპროსის ჩემპიონატში 1 ქულით მე-10 ადგილზეა, შემდეგ მატჩს კი 13 სექტემბერს, აეკ ლარნაკასთან გამართავს.