საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ლატვიასთან მატჩისთვის ცნობილია
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეექვსე ტურის შეხვედრაში ლატვიას უმასპინძლებს.
რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდის შემადგენლობა ასეთია:
სასტარტო თერთმეტეული: პაპუნა ბერუაშვილი - გიორგი გვასალია, ალექსანდრე ამისულაშვილი, ალექსანდრე ნარიმანიძე, საბა ხარებაშვილი - გაბრიელ სიგუა, ნიკოლოზ დადიანი, ირაკლი იეგოიანი - გურამ ჯაფარიძე, ნიკოლოზ ჩიქოვანი, ანდრია ბართიშვილი.
სათადარიგოთა სკამი: ცოტნე ბერელიძე, დიეგო დეისაძე, აკაკი გიუნაშვილი, ლუკა ლაცაბიძე, მიხეილ მაქაცარია, ლუკა პარკაძე, გიორგი ტაბატაძე, ნიკოლოზ ცეცხლაძე, ლუკა წულუკიძე.
მთავარი მწვრთნელი: რამაზ სვანაძე.
საქართველოსა და ლატვიის 21-წლამდელთა ნაკრებების მატჩი 27 მარტს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.