Belive

L'Équipe: მიქაუტაძე მეცს უახლოეს პერიოდში შეუერთდება

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იტალიური საფეხბურთო მედია საშუალება L'Équipe-ი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის შესახებ სიახლეს ავრცელებს.

მათი ცნობით, 23 წლის ფორვარდი, "აიაქსიდან" "მეცში" უახლოეს საათებში ოფიციალურად დაბრუნდება.

კონკრეტულად, ირკვევა, რომ მიქაუტაძემ სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს და 3 იანვარს ყოფილ გუნდს შეუერთდება.

მიქაუტაძე იჯარის წესით დაბრუნდება, რაც შეეხება მის მომავალსა და კონტრაქტს, მთავარი გასარკვევი საკითხი სწორედ ეს გახლავთ. არსებობს იმის შანსი, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ქართველი თავდამსხმელი "მეცმა" 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოისყიდოს.

ამავე დროს, ფრანგული გუნდის ხელმძღვანელობის მიზანია, რომ ფეხბურთელის დამატებასთან დაკავშირებული ოფიციალური საკითხები დროულად მოაგვაროს და მან ქვეყნის თასის 1/32-ფინალში, კლერმონთან 5 იანვარს გასამართ მატჩში მონაწილეობა მიიღოს.

სხვა სტატიები