Belive

ქუთაისის ტორპედომ განახლებული საწვრთნელი ბაზა წარადგინა

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან და ისტორიულ გუნდს, ქუთაისის "ტორპედოს" განახლებული საწვრთნელი ბაზა ექნება. ამის შესახებ ინფორმაციას თავად იმერული გუნდი ავრცელებს.

ისტორიული ბაზის რეკონსტრუქციის სამუშაოები გასულ თვეებში მიმდინარეობდა, 2024 წლის ეროვნული ლიგის სეზონისთვის მოსამზადებელი პერიოდის დარჩენილ ნაწილს კი ქვეყნის 4-გზის ჩემპიონი უკვე აქ გააგრძელებს.

ცნობილია, რომ "ტორპედოს" ბაზაზე ახალი ბუნებრივსაფარიანი მოედანი დაიგო, ხოლო ის საფარი, რომელზეც "ტორპედო" წლების განმავლობაში ვარჯიშობდა, ამჟამად განახლების ფაზაშია და სეზონის განმავლობაში გუნდს ორი ბუნებრივსაფარიანი გაზონი შეემატება.

ქუთაისის "ტორპედომ" ზამთარში ორი საწვრთნელი შეკრება გაიარა, ჯერ თურქეთში, შემდეგ კი ესპანეთში, "ვალენსიაში" გაიარა. ეროვნული ლიგის ახალ სეზონს "ტორპედო" 2 მარტს, საშინაო კედლებში, "სამტრედიასთან" მატჩით დაიწყებს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები