ტოკიოს ოლიმპიადაზე წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ, ვარლამ ლიპარტელიანმა 32 წლის ასაკში კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.
ლეგენდარულ ქართველ სპორტსმენს ძიუდოს სამყარო სოციალურ ქსელებში ემშვიდობება.
"სამუდამოდ ჩემპიონი" - დარია ბილოდიდი.
"ლეგენდა" - ფრანკ დე ვიტი.
"შენ ჩემპიონი და დიდი ადამიანი ხარ" - აქსელ კლერგე.
"ლეგენდა" - რუსტამ ორუჯოვი.
"ჩემი კარიერის დასაწყისიდან გიყურებ, ბევრი ვისწავლე. მადლობა ყველაფრისთვის, ჩემპიონო" - ნემანია მაიდოვი.
"მოგვენატრები, ლეგენდავ!" - ამანდინ ბუშარი.
"ლეგენდა" - საიდ მოლაი.
"ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო. დიდი პატივი იყო შენს ეპოქაში ჭიდაობა" - ალექსანდრ კუკოლი.