Belive

ვარლამ ლიპარტელიანი: "მაქვს მრავალი შემოთავაზებები, თუმცა მე საქართველოს ვერ დავტოვებ..."

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ლეგენდამ და ყოფილმა კაპიტანმა - ვარლამ ლიპარტელიანმა, ტვ "იმედის" გადაცემაში "ნოესთან" მის მომავალ საქმიანობაზე ისაუბრა და აღნიაშნა, რომ ის ქართულ ძიუდოში რჩება.

"ძიუდოს მესვეურებმა იცოდნენ, რომ ჩემი კარიერა ბოლოში გადიოდა და პარიზის გრანდ სლემის დასრულების შემდეგ, ისინი ჩემთან მოვიდნენ და რამდენიმე შემოთავაზება მივიღე: საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელობა, ასევე შემოთავაზება მივიღე ავსტრიის ნაკრებიდანაც, რომ პარიზის ოლიმპიადის შემდეგ წავიდა და იქ ვიმუშავო, თუმცა არ მაქვს სურვილი რომ საქართველო დავტოვო.

აქამდეც, როგორც სპორტსმენის რანგშიც მქოდნა შემოთავაზებები სხვადასხვა ნაკრებებიდან, დიდ თანხასაც იხდიდნენ, თუმცა ვერასოდეს ვერ გადავდგი ეს ნაბიჯი, რადგან მე აქ მინდა ყოფნა და აქ მინდა გავაკეთო ისეთი რაღაც, რაც ჩემს ქვეყანასა და მომავალ თაობას გამოადგება.

ჩემი ოცნება და სურვილი არის ის, რომ რაიმე პატარა სპორტული კლუბი ან აკადემია დავაარსო, სადაც გაიზრდებიან მომავალი ჩემპიონები..." - ვარლამ ლიპარტელიანი

შეგახსენებთ, რომ ვარლამ ლიპარტელიანს დიდ ტურნირებზე არაერთი მედალი აქვს მოპოვებული, ლიპო ევროპის სამგზის ჩემპიონია, გარდა ამისა, მის ანგარიშზე ოლიმპიურ ვერცხლთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოს 3-3 მედალია.

სხვა სტატიები