ლაშა ოდიშარიამ ჯორდან ჰენდერსონს ბურთი ფეხებს შორის გაუტარა (ვიდეო)
3 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, ლაშა ოდიშარიას გუნდმა, "რფს-მა" ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. უეფას ევროპა ლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრაში, ლატვიის მოქმედმა ჩემპიონმა ამსტერდამის "აიაქსს" (1:0) აჯობა და ტურნირზე სადებიუტო მატჩი მოიგო. 22 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა და სხვადასხვა სტატისტიკური პლატფორმის მიხედვით, მოედანზე მყოფ ფეხბურთელებს შორის მესამე ყველაზე მაღალი შეფასება (7.5) დაიმსახურა.
მატჩის მიმდინარეობისას ერთი საინტერესო ეპიზოდი დაფიქსირდა, როცა ქართველმა ფეხბურთელმა "ლივერპულის" ყოფილ კაპიტანს და ვეტერან ინგლისელ ნახევარმცველს, ჯორდან ჰენდერდონს ლამაზი მოძრაობით ბურთი ფეხებს შორის გაუტარა.
@odisharia7 VS Henderson 😬 #lashaodisharia #rfs #ajax #nutmeg ♬ original sound - odisharia7