ავთანდილ ასათიანმა ფუტსალის ნაკრებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
საქართველოს ფუტსალის ნაკრების ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელის, ავთანდილ ასათიანის თანამშრომლობა გუნდთან კიდევ გახანგრძლივდება.
გამოცდილმა ქართველმა მწვრთნელმა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ავთანდილ ასათიანსა და სფფ-ს შორის კონტრაქტი 2027 წლამდე გახანგრძლივდა.
ავთანდილ ასათიანი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს 2008-2009, 2012-2013 წლებში იკავებდა. 2016 წლის აპრილიდან კი, უწყვეტად მუშაობს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე. მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა, 2022 წელს, პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე. საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდებში ისტორიულ შედეგს მიაღწია და ევროპის საუკეთესო რვა ნაკრებს შორის მოხვდა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ნაკრებში ავთანდილ ასათიანის ასისტენტები არჩილ ბოკერია, ბესო არველაძე და ეროვნული გუნდის ყოფილი ფეხბურთელი, რონინიო იქნებიან.